TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკოსი

ტექნიკოსი

ვერარეზიდენს Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

"ვერარეზიდენს" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის თანამდებობაზე. სამუშაოს აღწერა, მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** სასტუმროს ელექტრო გაყვანილობის, გაზგაყვანილობის, წყალგაყვანილობის და სხვა კომუნიკაციების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომების მიღება; ** გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომების მიღება; ** სასტუმროში არსებული ყველა სახის დანადგარისა და ინვენტარის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** სხვადასხვა სახის დაზიანების აღმოფხვრა; ** დირექციისა და ობიექტების სერვის მენეჯერების მიერ მითითებული ტექნიკური გაუმართაობების აღმოფხვრა ** ატარებს რეგულარულ ინსპექტირებას პოტენციური საკითხების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ობიექტების უწყვეტი ფუნქციონირებას; ** პასუხობს სხვადასხვა განყოფილების ტექნიკურ მოთხოვნებს, ეფექტურად აგვარებს პრობლემებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეფერხება.ზედამხედველობას უწევს სასტუმროს შენობაში ყველა მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემის მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას; ** სასტუმროში არსებული სტანდარტებისა და შიდა განაწესის დაცვა სწორი, გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა თანამშრომლებთან და სასტუმროს დანარჩენ დეპარტამენტებს შორის; ** დროულად ჩააყენოს საქმის კურსში ხელმძღვანელობა რათა უზრუნველყოს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა იმ შემთხვევებში როცა თვითონ ამ პრობლემას ვერ აგვარებს; ** უზრუნველყოფს უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვას, უსაფრთხოების რეგულარული ინსპექტირების ჩატარებით.; ** HVAC, განათების და სხვა სისტემების პრობლემების მოგვარება და შეკეთება სტუმრებისა და პერსონალისთვის კომფორტული გარემოს შესანარჩუნებლად; ** დაიცვას სასტუმროს უნიფორმის დრესკოდი; ** მზად იყოს სამუშაოდ ცვლაში. არდადეგებზე და კვირის დღეებში; ** სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა და სახანძრო განგაშზე რეაგირების პროცესების გაცნობა მოგვწერეთ: [email protected]