ტექნიკოსი
Job description
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე. ჩვენი კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს სარწყავი სისტემის და ბაღში არსებული ტექნიკის გამართულ მუშაობას. ძირითადი მოვალეობები: ტუმბოების, ავზების, სარწყავი სისტემის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. ელექტრომოწყობილობების გამართულობის უზრუნველყოფა. პოტენციური რისკების იდენტიფიცირება, დაზიანებების სწრაფი აღმოფხვრა და საჭირო მასალების დროული შესყიდვა. ტრაქტორების, ავტომობილებისა და აგრეგატების მდგომარეობის მონიტორინგი, დაზიანების შემთხვევაში სწრაფი შეკეთების უზრუნველყოფა. შესრულებული სამუშაოების და ხარჯების ყოველკვირეული რეპორტი. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ობიექტი მდებარეობს ქ. მარნეულთან. ტრანსპორტირება: აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა. ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით) + საწვავი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი სპეციალობით. აუცილებელილა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. რისკების წინასწარ იდენტიფიცირების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]