ტექნიკური მენეჯერი
Job description
" კურორტი საირმე " ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება. რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა. ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით. თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა. საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში. ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური მენეჯერი ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ტექნიკური დეპარტამენტის მართვა და კონტროლი ** საინჟინრო და ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ** ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა ** პრევენციული და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა ** უსაფრთხოების და ტექნიკური სტანდარტების კონტროლი ** ტექნიკური პერსონალის კოორდინაცია და მონიტორინგი ** ენერგო და რესურსების ეფექტური მართვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** საინჟინრო სისტემების ცოდნა ** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** კონკურენტულ ანაზღაურებას ** მეგობრულ სამუშაო გარემოს კომპანიის ბენეფიტი: ** ტრანსპორტირება ** დაზღვევა ** უფასო კვება "გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, უფლებამოსილებას გვანიჭებთ, ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები დავამუშავოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ჰოლდინგის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს 3 წლის ვადით." დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: ტექნიკური მენეჯერი. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/aMDBpkBc