TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური მენეჯერი

ტექნიკური მენეჯერი

გორი ინნ გორი ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 12, 2026

Job description

სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე ოთხ სასტუმროს აერთიანებს: „ივერია ინნ“, „გუდაური ინნ“, „ქუთაისი ინნ“ და „გორი ინნ“. ამჟამად, სასტუმრო „ გორი ინნ “ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ კანდიდატს. სამუშაო ადგილი: ქ. გორი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები სასტუმროს ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ტექნიკური პერსონალის მართვა, კოორდინაცია და სამუშაო პროცესის მონიტორინგი; საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, წყალმომარაგება, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია და სხვა) გამართული მუშაობის კონტროლი; ტექნიკური გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრის პროცესის მართვა პრევენციული ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი; ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა; ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; გარე მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია); მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; საინჟინრო სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა; MS Office-ის პროგრამების ცოდნა; გუნდის მართვის, ორგანიზებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევას; უფასო კვებას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. როგორ მოგვმართოთ დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ტექნიკური მენეჯერი - გორი ინნ“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ პერსონალური მონაცემები, რომლებსაც აწვდით შპს „ინნ ჯგუფს“, დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისა და შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ამ შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე. აღნიშნული თანხმობა აუცილებელი პირობაა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ნაწილს.