ტექნიკური მენეჯერი
Job description
ვეძებთ ტექნიკურ მენეჯერს , რომელიც შეძლებს ავეჯის საწარმოში ტექნიკური პროცესების სრულყოფილ მართვას, განვითარებასა და ოპტიმიზაციას. პოზიცია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც აქვს მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, სისტემური ხედვა, სტრატეგიული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. ძირითადი მოვალეობები: ** საწარმოს ტექნიკური პროცესების სრული მართვა და კონტროლი ** წარმოების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა ** ტექნიკური გუნდის (ტექნოლოგები, კონსტრუქტორები, ოპერატორები) მართვა, განვითარება და მოტივაცია ** ავეჯის კონსტრუქციული გადაწყვეტილებების კონტროლი და ოპტიმიზაცია ** დანადგარების, ტექნოლოგიებისა და წარმოების ხაზების გამართული და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა ** ტექნიკური რისკების ანალიზი და პრევენციული გადაწყვეტილებების მიღება ** ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების დანერგვა ** წარმოების პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა ** მჭიდრო თანამშრომლობა მენეჯმენტთან სტრატეგიული მიზნების მისაღწევად აუცილებელი ცოდნა და უნარები: ** ავეჯის წარმოების ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა ** კონსტრუქტორული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ** ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა ** წარმოების სტანდარტების, ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა ** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი პროგრამული უზრუნველყოფა (აუცილებელი): ** AutoCAD ** SketchUp / SolidWorks / TopSolid / WoodCAD-CAM (ან ანალოგიური ავეჯის კონსტრუქტორული პროგრამები) ** CNC დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ** წარმოების დაგეგმვის ან ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 4+ წლიანი გამოცდილება ტექნიკური მენეჯერის / წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე (ავეჯის ან მსგავს წარმოებაში) ** ტექნიკური განათლება (სასურველია უმაღლესი) ** ლიდერული უნარები და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი ** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე ** ორგანიზებულობა, სისტემური ხედვა და შედეგზე ორიენტაცია ჩვენ გთავაზობთ: ** მაღალ ანაზღაურებას — გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს ** რეალურ შესაძლებლობას, იყოთ საწარმოს ტექნიკური განვითარების მთავარი ფიგურა ** პროფესიულ ზრდასა და გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფლებას დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ტექნიკური მენეჯერი.