TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური სამსახურის უფროსი

ტექნიკური სამსახურის უფროსი

One Point Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

HR აუთსორსინგული კომპანია " One Point " პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის უფროსის პოზიციაზე. ინდუსტრია: საკვები პროდუქტების წარმოება სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00-18:00 სუბორდინაცია: პოზიცია ექვემდებარება დეპარტამენტის ხელმძღვანელს; თავად გუნდში ჰყავს ტექნიკური სამსახურის 12 სპეციალისტი. კომპენსაცია და ბენეფიტები: კვალიფიკაციის მიხედვით 6 000-6 500 (NET) პოზიციის აღწერა: ტექნიკური სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია კომპანიის ტექნიკური მიმართულების სრულ მართვაზე - ტექნიკური გუნდის კოორდინაციაზე, პროცესების გამართულ მუშაობასა და ტექნიკური სტანდარტების დაცვაზე. პოზიცია მოითხოვს ძლიერ საოპერაციო უნარებს, პრობლემების სწრაფად გადაწყვეტისა და ტექნიკური პროექტების ეფექტიანად მართვის უნარს. ასევე, როლი გულისხმობს სხვადასხვა დეპარტამენტთან აქტიურ თანამშრომლობას, ტექნიკური სერვისების გაუმჯობესებასა და გუნდის განვითარების მხარდაჭერას. ძირითადი ამოცანები: ** წარმოების მასშტაბით ყოველდღიური შემოვლების წარმოება ** წარმოებაში გამოვლენილი ხარვეზებისა და შეფერხებების შესახებ გუნდის ინფორმირება და შეკეთების უზრუნველყოფა ** სარემონტო პროცესის სისწორის მონიტორინგი ** დანადგარების მდგომარეობის შესწავლა, დატვირთვის შესაძლებლობის განსაზღვრა და რეკომენდაციების გაცემა ** დანადგარების საავარიო მდგომარეობის მიხედვით მუშაობის გაგრძელება/შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ** დანადგარების და ინვენტარის სარემონტო/საექსპლუატაციო პროცესის პრინციპის განსაზღვრა და მონიტორინგი ** დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და დაზიანების შემთხვევაში საჭირო/შესაცვლელი ნაწილების სახეობებისა და რაოდენობის განსაზღვრა შესყიდვის მიზნით ** ტექნიკური მასალებისა და დანადგარების ნაწილების შესაბამისი მომწოდებლების განსაზღვრა ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე ** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ადგილობრივ მომწოდებელთან პირადად დაკავშირება, მოლაპარაკების წარმოება, პირობების შეთანხმება და ტექნიკური დავალების მომზადება ** უცხოურ ბაზარზე შესასყიდი მასალებისა თუ ნაწილების პარამეტრების განსაზღვრა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის ინფორმირება შესყიდვის განსახორციელებლად ** საწარმოო სპეციფიკიდან გამომდინარე დანადგარის მოცულობის, დატვირთვისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების საჭიროების განსაზღვრა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ** ახალი დანადგარის დანერგვის პროცესის მართვა და დაქვემდებარებული გუნდისთვის დანადგართან მუშაობის პრინციპის სწავლება ** სიახლეების მოდიფიცირებაში ჩართულობა, ცვლილებების დანერგვა და გუნდის დროული ინფორმირება საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: ** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე ** Microsoft Office (Word - საშუალოდ, Excel - კარგად) ** ენები: ინგლისური - B2; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი ** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი ** ანალიტიკური აზროვნების უნარი ** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი ** სწრაფი ადაპტაციის უნარი ** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას! თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.onepoint.ge