ტექნოპარკის მიმღები
Job description
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ტექნოპარკის მიმღების პოზიციაზე. პოზიციის დასახელება: ტექნოპარკის მიმღები ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 ივლისი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა 7 (თბილისის ტექნოპარკი) ტექნოპარკის მიმღები ** სააგენტოს მეილზე შემოსულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხი, საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებთან; ** ტექნოპარკში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებთან; ** დაინტერესებული პირებისათვის სააგენტოს პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** ტექნოპარკში საინფორმაციო ტურების ორგანიზება/ჩატარება; ** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად. მოთხოვნები: ** განათლება: ბაკალავრი; ** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი; ** ენები: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/HDdIq