ტენდერების სპეციალისტი
Job description
ვატკო აცხადებს ვაკანსიას ტენდერების სპეციალისტის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (SPA.GE) კომპანიის საქმიანობის შესაბამისი ტენდერების ყოველდღიური მონიტორინგი და მოძიება; სატენდერო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება, საჭირო დოკუმენტების შეგროვება და ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა; სატენდერო მოთხოვნების, ტექნიკური დავალებებისა და საკვალიფიკაციო პირობების დეტალური შესწავლა და ანალიზი; საჭირო საქონლის, მასალების, მოწყობილობებისა და მომსახურებების მწარმოებლებისა და მომწოდებლების მოძიება საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე; კომერციული შეთავაზებების (Quotation) მოთხოვნა, მიღება, შედარება და ანალიზი; მწარმოებლებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია (ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით და ონლაინ პლატფორმების საშუალებით); სატენდერო პროცესთან დაკავშირებული ვადების კონტროლი და დოკუმენტაციის ორგანიზება; კომპანიის ტექნიკურ და კომერციულ გუნდთან კოორდინაცია კონკურენტული სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად; საჭიროების შემთხვევაში უცხოური ბაზრების კვლევა, ახალი მომწოდებლებისა და მწარმოებლების მოძიება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება (სასურველია); სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში (SPA.GE) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია – წერილობითი კომუნიკაციის დონეზე); რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; მოლაპარაკებებისა და საქმიანი კომუნიკაციის კარგი უნარები. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს; კარიერული ზრდის პერსპექტივას; კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995593749149