TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტენდერი მანქანების ბრენდირებაზე

ტენდერი მანქანების ბრენდირებაზე

Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Jul 24, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 737270_Lomisi_5871962.zip ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს: ნომრით #- EF-GE/865 დანიშნულება: მანქანების ბრენდირება ; თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: ** ტენდერის სააპლიკაციო ფორმა; ** ეფეს საქართველოს ლოგო; ** მანქანების დეტალური აღწერილობა. დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ: შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა; ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. ტენდერის პირობები: ** მომწოდებელი ვალდებულია, სატენდერო წინადადებაში მოწოდებული მანქანებზე პასუხისმგებელ პირს თავად დაუკავშირდეს, ნახოს ადგილზე, აზომოს და შემსყიდველს მიაწოდოს განფასება თითოეული მანქანის; ** იმ შემთხვევაში, თუ მანქანებს აქვს ძველი სტიკერი, მომწოდებელი ვალდებულია მომსახურების საფასურში შეიყვანოს მოხსნისა და გასუფთავების ხარჯები. მომსახურებაში უნდა შევიდეს ნებისმიერი ხარჯი, რომელიც საჭიროა გაიღოს მომწოდებელმა საბოლოო ბრენდირების მისაღებად, მათ შორის ტრანსპორტირება, სტიკერების დემონტაჟი და ა.შ. ** მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მანქანის სტიკერის ნიმუში. ** ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე: სოფელი ნატახტარი, ლუდსახარში ნატახტარი 10:00 დან 18:00 მდე. ** ტენდერის ბიუჯეტიდან გამომდინარე, შემსყიდველმა შესაძლოა შეამციროს ან მოამატოს დასაბრენდი მანქანების სია. ** სატენდერო წინადადებას თან ერთვის დასაბრენდი ვიზუალები და საბეჭდი ფაილები. ** ნიმუშის ვიზუალის შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები. ** შემსყიდველი გადაწყვეტილებას იღებს ფასის, მომსახურების მოწოდების ვადის და ნიმუშის გათვალისწინებით. ** სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. ** მოწოდების ვადები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული. ** გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად. ** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი. ** ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის შემდგომ. მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი" შემოთავაზების მიღება იწყება 15.07.2026 - 09:00 შემოთავაზების მიღება მთავრდება 24.07.2026 - 18:00 შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ: მეგი მაისურაძე ელ. ფოსტა: [email protected] & [email protected] შესყიდვების დეპარტამენტი ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი