TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტენდერი მრავალფუნქციური ფიზიოთერაპიული აპარატის შესყიდვაზე

ტენდერი მრავალფუნქციური ფიზიოთერაპიული აპარატის შესყიდვაზე

Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 10, 2026

Job description

ა (ა)იპ " ასოციაცია სოციალური უფლებებისთვის " აცხადებს ტენდერს მრავალფუნქციური ფიზიოთერაპიული აპარატის შესყიდვაზე . შესყიდვა ხორციელდება წარმოდგენილი ტექნიკური სპეციფიკაციისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც: ** უფლებამოსილია განახორციელოს სამედიცინო მოწყობილობების მიწოდება; ** წარმოადგენს მწარმოებლის ოფიციალურ წარმომადგენელს, ავტორიზებულ დილერს ან დისტრიბუტორს; ** უზრუნველყოფს აპარატის ინსტალაციას, ტრენინგს, საგარანტიო და ტექნიკურ მომსახურებას. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ: ** კომერციული წინადადება; ** ტექნიკური წინადადება ტექნიკური დავალების შესაბამისად; ** კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტები; ** მწარმოებლის ავტორიზაციის ან ოფიციალური წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ** გარანტიისა და ტექნიკური მომსახურების პირობები; ** ტრენინგის უზრუნველყოფის აღწერა; ** მიწოდების ვადა. შეფასების კრიტერიუმები: ** ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ** ფუნქციონალური შესაძლებლობები; ** გარანტიისა და ტექნიკური მომსახურების პირობები; ** ტრენინგისა და ინსტალაციის ხარისხი; ** მიწოდების ვადა; ** ფასი წინადადებების წარდგენის პირობები: წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 10 აგვისტო 2026 წლის 17:00 წარდგენის ფორმა: ელექტრონულად ელ. ფოსტა: [email protected] ; [email protected] . ელ. ფოსტის სათაური - "ფიზიოთერაპიული აპარატის შესყიდვა" "ასოციაცია სოციალური უფლებებისთვის" იტოვებს უფლებას, არ მიიღოს არცერთი წარმოდგენილი წინადადება, თუ იგი არ აკმაყოფილებს ტექნიკურ ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან თუ წარმოდგენილი შეთავაზებები არ შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს. ტექნიკური სპეციფიკაცია: მრავალფუნქციური ფიზიოთერაპიული აპარატის შესყიდვა მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები: ** ახალი მოწყობილობა; ** ელექტროთერაპია; ** ულტრაბგერითი თერაპია; ** ლაზერული და/ან მაგნიტოთერაპია; ** ბატარეით მუშაობის შესაძლებლობა; ** ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი პროგრამული ინტერფეისი; ** კლინიკური პროგრამები; ** სრული კომპლექტაცია აპლიკატორებით; ** CE ან ეკვივალენტური სერტიფიკატი.