ტენდერი OCT სისტემის შესყიდვაზე
Job description
განაცხადი წინადადებების მიღების შესახებ: ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფის (OCT) ინტეგრირებული ფუნდუს კამერით შესყიდვა " ასოციაცია სოციალური უფლებებისთვის " ("Association for Social Rights" - ASR) I. განცხადების ტექსტი: ასოციაცია სოციალური უფლებებისთვის (Association for Social Rights - ASR) აცხადებს წინადადებების მიღებას ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფის (Optical Coherence Tomography - OCT) ინტეგრირებული ფუნდუს კამერით შესყიდვაზე. შესყიდვა ხორციელდება წინამდებარე ტექნიკური სპეციფიკაციისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ: ** ტექნიკური წინადადება, რომელიც შეესაბამება ტექნიკურ სპეციფიკაციას; ** ფინანსური წინადადება (ღირებულება, მიწოდების პირობები და ვადები); ** წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საკვალიფიკაციო დოკუმენტები. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს: ** მოწყობილობის მიწოდებას; ** ინსტალაციასა და ექსპლუატაციაში გაშვებას; ** კომპიუტერულ კომპლექტაციასა და ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას; ** მომხმარებელთა ტრენინგს; ** საგარანტიო მომსახურებას. წინადადებების წარდგენის პირობები: წინადადებების მიღების ბოლო ვადა 17 ივლისის 2026 წლის 17:00 საათამდე წარდგენის ფორმა ელექტრონულად ელ. ფოსტა [email protected] ; [email protected] ელ. ფოსტის სათაური OCT სისტემის შესყიდვა "ასოციაცია სოციალური უფლებებისთვის" იტოვებს უფლებას, არ მიიღოს არცერთი წარმოდგენილი წინადადება, თუ იგი არ აკმაყოფილებს ტექნიკურ ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან თუ წარმოდგენილი შეთავაზებები არ შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს. II. ტექნიკური სპეციფიკაცია ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფი (OCT) ინტეგრირებული ფუნდუს კამერით 1. ზოგადი მოთხოვნები: შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, მაღალი კლასის Spectral Domain Optical Coherence Tomography (SD-OCT) სისტემა, ინტეგრირებული არამიდრიატული ფუნდუს კამერით, სრული პროგრამული უზრუნველყოფით, კომპიუტერული კომპლექტაციით, ინსტალაციითა და ტექნიკური მხარდაჭერით. 2. საბაზისო ტექნიკური მოთხოვნები: ** Spectral Domain OCT ტექნოლოგია; ** სკანირების სიჩქარე - არანაკლებ 70 000 A-scan/წამში; ** ღერძული (Axial) გარჩევადობა - არაუმეტეს 7 μm; ** ციფრული გარჩევადობა - არაუმეტეს 4 μm; ** სკანირების სიღრმე - არანაკლებ 2.1 მმ; ** სინათლის წყაროს ტალღის სიგრძე - დაახლოებით 880 ნმ; ** მუშაობის შესაძლებლობა 2.5 მმ ან უფრო მცირე გუგის პირობებში; ** 3D გამოსახულების აგება; ** მაკულის, ბადურის ნერვული ბოჭკოების (RNFL), განგლიონური უჯრედების კომპლექსისა (GCC) და მხედველობის ნერვის დისკის რაოდენობრივი ანალიზი; ** დაავადების პროგრესირების შეფასების შესაძლებლობა; ** პაციენტის განმეორებითი კვლევების ავტომატური შედარება. 3. დამატებითი ფუნქციური მოთხოვნები: ** ერთი ფართო სკანირების ფარგლებში მაკულისა და მხედველობის ნერვის დისკის ერთდროული გამოსახულებისა და რაოდენობრივი ანალიზის შესრულება; ** არანაკლებ 12 × 9 მმ ფართობის სკანირების განხორციელება; ** ფართო არეალის ნორმატიულ მონაცემებთან ავტომატური შედარება; ** მაღალი ხარისხის B-scan გამოსახულების მიღება ერთი კადრის საფუძველზე, ხელოვნურ ინტელექტზე (Deep Learning) დაფუძნებული გამოსახულების ხმაურის შემცირების ტექნოლოგიის გამოყენებით; ** ბადურის ფენების ავტომატური სეგმენტაცია; ** კვლევის დროს თვალის მოძრაობის კომპენსაცია და ზუსტი განმეორებითი სკანირების უზრუნველყოფა; ** ბადურისა და მხედველობის ნერვის ავტომატური რაოდენობრივი ანალიზი. 4. ფუნდუს კამერა: ** ინტეგრირებული არამიდრიატული ფუნდუს კამერა; ** ფერადი ფუნდუს ფოტოგრაფიის შესაძლებლობა; ** ხედვის კუთხე - არანაკლებ 45°; ** კამერის გარჩევადობა - არანაკლებ 12 მეგაპიქსელი; ** მცირე გუგის პირობებში გამოსახულების მიღების შესაძლებლობა; ** ავტომატური ფოკუსირება; ** ავტომატური ცენტრირება; ** ავტომატური გადაღება. 5. დამატებითი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები: ** ფუნდუსის ავტოფლუორესცენციის (Fundus Autofluorescence - FAF) კვლევის შესაძლებლობა; ** OCT-ისა და ფუნდუსის გამოსახულებების ერთ პროგრამულ გარემოში დამუშავების შესაძლებლობა; ** ერთიანი დიაგნოსტიკური ანგარიშის ფორმირება. 6. პროგრამული უზრუნველყოფა ** პაციენტების მონაცემთა ბაზა; ** კვლევების არქივი; ** ავტომატური შედარებითი ანალიზი; ** პროგრესირების ანალიზი; ** DICOM მხარდაჭერა; ** PDF ანგარიშების გენერაცია; ** მონაცემთა ექსპორტის შესაძლებლობა. 7. კომპლექტაცია: ** OCT სისტემა; ** ინტეგრირებული ფუნდუს კამერა; ** კომპიუტერი მწარმოებლის მიერ რეკომენდებული კონფიგურაციით; ** მინიმუმ 24-დიუმიანი მონიტორი; ** კლავიატურა და მაუსი; ** სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო სრული ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა; ** ყველა აუცილებელი კაბელი და აქსესუარი. 8. ინსტალაცია, ტრენინგი და ტექნიკური მხარდაჭერა: ** მოწყობილობის მიწოდება, ინსტალაცია, კალიბრაცია და ექსპლუატაციაში გაშვება; ** ექიმებისა და ოპერატორების პრაქტიკული ტრენინგი რუსულ ენაზე; ** ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში მუდმივად მოქმედი, მწარმოებლის მიერ ავტორიზებული და გადამზადებული ტექნიკური პერსონალის მიერ; ** საგარანტიო პერიოდში ტექნიკური მხარდაჭერისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების უზრუნველყოფა; ** გარანტიის შემდგომი ტექნიკური მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ** გარანტია - არანაკლებ 24 თვე. 9. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, გაცემული არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა; 2. კომპანიის რეკვიზიტები; 3. დეკლარაცია, რომ: ** არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან გაკოტრების პროცესი; ** კომპანიის საქმიანობა არ არის შეჩერებული კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით. 4. მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი წარმოადგენს მწარმოებლის ოფიციალურ წარმომადგენელს, დისტრიბუტორს ან უფლებამოსილ დილერს საქართველოში; 5. ინფორმაცია საქართველოში არსებული ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის: ** სერვისცენტრის ან ტექნიკური მხარდაჭერის აღწერა; ** მწარმოებლის მიერ გადამზადებული ტექნიკური პერსონალის არსებობა. 6. დადასტურება, რომ უზრუნველყოფილი იქნება: ** აპარატის ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება; ** მომხმარებლების პრაქტიკული ტრენინგი რუსულ ენაზე; ** საგარანტიო და გარანტიის შემდგომი ტექნიკური მომსახურება. 7. გარანტიის პირობების აღწერა, მათ შორის საგარანტიო ვადა და ტექნიკურ გაუმართაობაზე რეაგირების მაქსიმალური ვადა; 8. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ - ბოლო 5 წლის განმავლობა