თეთრეულის მრეცხავი
Job description
კურორტი "საირმე" ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება. ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით. თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა. პოზიცია: თეთრეულის მრეცხავი (სამრეცხაო) ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** სასტუმროს/დაწესებულების თეთრეულის, პირსახოცების, უნიფორმებისა და სხვა ტექსტილის რეცხვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ** სარეცხი, საშრობი და სხვა შესაბამისი დანადგარების უსაფრთხო და სწორი გამოყენება. ** გარეცხილი ნივთების დახარისხება, დაუთოება, დაკეცვა და გამოსაყენებლად მომზადება. ** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე. ** სარეცხი და საწმენდი საშუალებების სწორად გამოყენება, აღრიცხვა და უსაფრთხო შენახვა. ** დაზიანებული, გაცვეთილი ან დაკარგული თეთრეულის გამოვლენა, აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება. ** სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავისა და გამართულობის უზრუნველყოფა. ** შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და შიდა წესების დაცვა. ** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებულ პოზიციასთან. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს ** კვება ** ტრანსპორტირება უფასო ** დაზღვევა განაცხადის წარდგენის წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: "თეთრეულის მრეცხავი" 598006354.