TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტრანსპორტის გაყიდვების მენეჯერი

ტრანსპორტის გაყიდვების მენეჯერი

Scoot Scoot Georgia ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

ჩვენ ვართ " სკუტ სკუტი "! "სკუტ სკუტში" გვჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილება თავისუფალი ცხოვრების აუცილებელი პირობაა. ამ იდეის გარშემო უკვე თითქმის 10 წელია ვქმნით ბრენდს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკუტერისა და მოტოციკლის კულტურის განვითარებაში რეგიონში. ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება სკუტერის მიმართ. ამჟამად "სკუტ სკუტი" წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში, ხოლო 2026 წელს ვგეგმავთ თბილისში ახალი მაღაზიისა და სერვისცენტრის გახსნას, რაც კომპანიის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, სადაც ფასდება ინიციატივა, პასუხისმგებლობა და თავისუფალი აზროვნება. გვჯერა, რომ ძლიერი კომპანია იწყება ადამიანებით და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვით. "სკუტ სკუტში" ვეძებთ ტრანსპორტის გაყიდვების მენეჯერს ! თუ ხარ მოტივირებული, შრომისმოყვარე და კრეატიული ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს სწავლა და ახალი იდეების დანერგვა — ჩვენ გეძებთ! ეს ვაკანსია შენთვის არის! შემოგვიერთდი, თუ: ** გჯერა, რომ ადამიანი კომპანიის მთავარი ღირებულებაა ** გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები ** გიყვარს ხალხთან ურთიერთობა ** ხარ ძალიან ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული ** შეგიძლია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტურად მართვა ** შეგიძლია გუნდური მუშაობა და გუნდის მართვა ** პასუხისმგებლიანი ხარ და არ გეშინია პრობლემების ანალიზისა და ახალი მიდგომების ცდის ძირითადი მოვალეობები: ** გასაყიდი პროდუქციის სრული ასორტიმენტის დეტალური ინფორმაციის ცოდნა. ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიების და მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ფლობა და სკუტ-სკუტის პროდუქციის უპირატესობების მომხმარებლისთვის გაცნობა, კონკურენტების ჭრილში. ** მომხმარებლის შოურუმში კონსულტაცია, ამომწურავი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. ** რეალიზაციის გატარებისთვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრა და სწორი პროგრამული ასახვა. ** რეალიზაციის პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მათი სისწორის უზრუნველყოფა. გაყიდვების პროცესში წარმოებული საჭირო დოკუმენტაციის შენახვა: ნასყიდობა, წინასწარი ნასყიდობა, საგარანტიო. ** საგარანტიო პირობების ზეპირსიტყვიერი გაცნობა ყოველ მომხმარებელზე და მისი მნიშვნელობის განმარტება. ** გაყიდვის პროცესში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის (ნაღდი/უნაღდო) სისწორის შემოწმება, პასუხისმგებლობა. ** სალაროში ნაშთის კონტროლი. ** გაყიდული პროდუქციის გამზადება. საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების შემდგომი მხარდაჭერა. ** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია, ფილიალის მენეჯერის ინფორმირება და არსებული საკითხის მოგვარებაზე ზრუნვა. ** პროდუქციის მიღება/გაცემა/დასაწყობების და სწორი პროგრამული გატარების მყისიერი უზრუნველყოფა. ** სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად ** ფილიალის მენეჯერის მიერ მიცემული სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა. ** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ** მოტოციკლეტის/სკუტერების სფეროსადმი ინტერესი ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს ** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობებს ** სატელეფონო სერვისების პაკეტს ** უფასო კორპორატიულ დაზღვევას ** გუნდურ აქტივობებს და ტრენინგებს კონკურენტულ ანაზღაურებას, ანაზღაურება დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე ** სამუშაო ადგილი: 41 სულხან-საბა ორბელიანის ქ, ბათუმი ** გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 ** კომპანია: scootscoot.ge დაინტერესების შემთხვევაში გამომიგზავნეთ რეზიუმე - [email protected] Web: https://scootscoot.ge FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi Insta: scootscoot_Geo