TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების ხელმძღვანელი

წარმოების ხელმძღვანელი

Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

" კახური ტრადიციული მეღვინეობა " ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოსა და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომლებიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ. ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. ფუნქცია-მოვალეობები: ** მარანის ნედლეულისა და დამხმარე მასალების მარაგების მონიტორინგი და კონტროლი ** საჭირო მასალების, ინვენტარისა და აღჭურვილობის შესყიდვების პროცესის კოორდინაცია ** მიღებული, გამოყენებული და ნაშთში არსებული მასალების აღრიცხვის უზრუნველყოფა ** წარმოებული პროდუქციის აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და შესაბამის სისტემაში დროული ასახვა ** მარანის საწყობისა და მზა პროდუქციის შენახვის პროცესების კონტროლი ** პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების ანალიზი ** მიღებული და გაცემული მასალებისა და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება ** მარანის საქმიანობასთან დაკავშირებული საოპერაციო დოკუმენტაციის მართვა ** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მიწოდების ვადების კონტროლი ** მარაგების, შესყიდვებისა და წარმოებული პროდუქციის შესახებ ანგარიშების მომზადება ** მეღვინესთან, წარმოებისა და სხვა ჩართულ დეპარტამენტებთან ეფექტიანი კოორდინაცია ** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მეღვინეობის, აგრონომიის ან მონათესავე მიმართულებით) ** საოპერაციო, საწყობის, ლოგისტიკის, შესყიდვების ან წარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება ** გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "წარმოების ხელმძღვანელი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.