წარმოების ხელმძღვანელი
Job description
სარეკლამო საწარმო ეძებს წარმოების ხელმძღვანელს , რომელიც პასუხისმგებელია გარე რეკლამის წარმოებისა და მონტაჟის პროცესების ეფექტიან დაგეგმვაზე, ტექნიკური გუნდების მართვასა და პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე. დაქვემდებარებაში ჰყავს 20-25 თანამშრომელი. ძირითადი მოვალეობები: ** წარმოებისა და სამონტაჟო ჯგუფების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია; ** პროექტების სპეციფიკის მიხედვით სამუშაოების დაგეგმვა და თანამშრომლების გადანაწილება; ** სამუშაოების ვადების განსაზღვრა, შესრულების პროცესის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი; ** რთული და არასტანდარტული პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და მათი განხორციელების შესაძლებლობის შეფასება; ** საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი სერვისის ან სპეციალისტების ჩართვის ორგანიზება; ** წარმოებაში გამოყენებული მასალების ხარჯვისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი; ** შესყიდვების დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტებისთვის საჭირო მასალების დროული შესყიდვისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად; ** წარმოებისა და მონტაჟის პროცესში წარმოშობილი ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა; ** წარმოებისა და მონტაჟის პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების შესრულების კონტროლი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ხელშეწყობა; ** პროექტებში ჩართული სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკური მენეჯერის, წარმოების ხელმძღვანელის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება; ** გუნდის მართვისა და საწარმოო პროცესების ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება; ** ტექნიკური ნახაზების კარგად წაკითხვის უნარი; ** საწარმოო პროცესების ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** B კატეგორია მართვის მოწმობის ფლობა; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას; ** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** ანაზღაურება - 4000 ლარი (ნეტ) ** ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული; ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი.