წარმოების მენეჯერი
Job description
Craft Food რესტორნების შვილობილი კომპანია - Craft Food ქუთაისი აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე ქ.ქუთაისში . Craft Food - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 6 ფილიალს თბილისის მასშტაბით. Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა. Craft Food რესტორნებს აქვს საწარმო, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს სოსისებს, ამზადებს სოუსებს და საჭირო ნედლეულს ფილიალების მოსამარაგებლად. სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00. ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. სამუშაო ადგილი: ქუთაისი , ზვიად გამსახურდიას 16. ძირითადი მოვალეობები: ** წარმოების გამართულად მუშაობის კონტროლი ** საქონლის მიღების კონტროლი ** წარმოებაში არსებული ყოველდღიური პროცესების მართვა და დაგეგმვა; ** საწარმოო პროცესების კონტროლი; ** საწარმოო მარაგების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი; ** წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტობის უზრუნველყოფა; ** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკების დაცვა; ** დანადგარებისა და ელექტრო ხელსაწყოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** ტექნოლოგთან და შეფ-მზარეულთან ერთად ახალი პროდუქტის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** (სასურველია: კვების ტექნოლოგი, ბიზნეს ადმინისტრირება და მომიჯნავე დარგები) ** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** კვების წარმოების ინდუსტრიის კარგი ცოდნა; პიროვნული თვისებ.ბი და უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა ** პასუხისმგებლიანობა ** პუნქტუალურობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 19 ივლისი. რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] "subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "წარმოების მენეჯერი ქუთაისი".