წარმოების მთავარი ბუღალტერი
Job description
" Nexia Georgia " საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით. "Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრაგენტი კომპანიისათვის. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, Nexia Georgia-ს კონტრაგენტი კომპანიის ოფისი; ** სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი (09:00-18:00 ან 10:00-19:00), ორშაბათი-პარასკევი. ** ანაზღაურება - 4, 500 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება; ** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით; ** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი; ** კომპანიის საგადახდო რისკების მინიმიზაცია; ** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება; ** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა; ** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა; ** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა. დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "წარმოების მთავარი ბუღალტერი".