წარმოების მთავარი ბუღალტერი
Job description
შპს " ფოლადის სახლი " - ლითონის სამშენებლო მასალების მსხვილი იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი წარმოების მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 სთ სამუშაო ადგილი: ვაზიანის წრესთან (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია) ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) ძირითადი მოვალეობები: ** წარმოების საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და კონტროლი; ** წარმოებისგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა; ** ინვენტარიზაციის გუნდთან კოორდინირებული თანამშრომლობა; ** სრული საბუღალტრო აღრიცხვის მართვა, თვის დახურვის დედლაინების დაცვა; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა, საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაცია; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, სასურველია წამოების სექტორში; ** საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა; ** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, პროგრამა Balance-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; ** MS Excel-ის საშუალო დონეზე ფლობა; ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** კომპანიის მასშტაბებიდან გამომდინარე პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ** ტრანსპორტირებასთან და კვებასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ ფოსტაზე: [email protected] . სათაურით "მთავარი ბუღალტერი". გისურვებთ წარმატებებს!