TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების ოპერატორი

წარმოების ოპერატორი

assorti Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია " ასორტი " 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა. თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ. კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ბასილისკოს 12. სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი (14-15 სამუშაო დღე) ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ლარი . ძირითადი ფუნქციები: ** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში წარმოებული პროდუქციისათვის ვადის, მისამართის, შეკვეთის დეტალებისა და სხვ. სტიკერების დაბეჭდვა; ** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში წარმოებული ნახევარფაბრიკატებისა და პროდუქციის მითვლა, წარმოების ფურცელში ინფორმაციის ასახვა; ასევე, წარმოებულ პროდუქციაზე ვადის სტიკერების განთავსება; ** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებიდან გასასვლელი პროდუქციის მითვლის განხორციელება; ** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებიდან საწარმოებელი პროდუქციისათვის აუცილებელი ნედლეულის ოდენობის შეკვეთ (ებ)ის მიღება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის; ** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში საწარმოებელი პროდუქციისათვის აუცილებელი ნედლეულის ოდენობის საწყობისათვის შეკვეთის პროგრამულად ასახვა, ასევე, საწყობისთვის ინფორმაციის მიწოდება ნედლეულის მიღების მიზნით; ** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებაში ყოველკვირეულად (მზა პროდუქციის) და ყოველ თვიურად სრული ინვენტარიზაციის (მზა პროდუქცია, ნახ.ფაბ, სახარჯი მასალები) ჩატარება, დამუშავების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office Excel). უნარები: ** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი; ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ოპერატორი. გისურვებთ წარმატებას!