TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების ოპერატორის დამხმარე

წარმოების ოპერატორის დამხმარე

გუდვილი თბილისი ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. " გუდვილი " აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის დამხმარის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: სარეალიზაციოდ გასაშვები პროდუქციის მიღება და აღწერა; ოპერატორისთვის ზუსტი ინფორმაციის დროული მიწოდება; პროდუქციის ხარისხის პირველადი შემოწმება. ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: ვაკე; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2xatylLb დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577 200 712 გისურვებთ წარმატებას!