TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების სპეციალისტი

წარმოების სპეციალისტი

thermo-center Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფრიკის დასახლება, ქინძმარაულის ქ. #15 შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + საბონუსე ანაზღაურება: სამუშაო გრაფიკი: 09:00 სთ-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ჩვენ გთავაზობთ: ** კვება ** ჯანმრთელობის დაზღვევა პირველივე თვიდან ** Fitpass. ფუნქცია-მოვალეობები: ** პოლისტიროლის იატაკქვეშა გათბობის პანელის და ლითონის ბადის საწარმო დანადგარებთან მუშაობა; ** ნაწარმოები პროდუქციის დასაწყობების და დატვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: წარმოების დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების სპეციალისტი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.