TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების ტექნოლოგი

წარმოების ტექნოლოგი

გურული ნენა Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" შვილობილი კომპანია შპს " გურული ნენა " აცხადებს ვაკანსიას წარმოების ტექნოლოგის (ხილის გადამამუშავებელი საწარმო) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ჩოხატაური (საჭიროების შემთხვევაში მივლინებები ქედაში მდებარე საწარმოში) უპირატესობა მიენიჭებათ ადგილობრივ კანდიდატებს. სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად ძირითადი მოვალეობები: ** ხილის გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა და კონტროლი; ** საწარმოო პროცესების უწყვეტი მონიტორინგი და ტექნოლოგიური რეჟიმების დაცვის უზრუნველყოფა; ** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი; ** პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების (HACCP) მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა; ** ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და წარმოება; ** საწარმოო პროცესში გამოვლენილი ტექნოლოგიური საკითხების ანალიზი და მათი გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება; ** წარმოების ეფექტიანობისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროცესების მხარდაჭერა; ** წარმოების გუნდთან ეფექტიანი კოორდინაცია და ყოველდღიური თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, სურსათის წარმოების, კვების მრეწველობის ან მონათესავე მიმართულებით; ** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სისტემების ცოდნა; ** Microsoft Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** განიხილებიან როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები სპეციალისტები. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** თანამედროვე საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილებას; ** კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას; ** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ წარმოების პროცესების განვითარებასა და გაუმჯობესებაში. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 511 104 018 (10:00-18:00). ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "წარმოების ტექნოლოგი (ხილის გადამამუშავებელი საწარმო)". "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."