ცეკვის მასწავლებელი
Job description
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი 1994 წელს დაარსდა და აგერ უკვე 32 წელია წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლის როგორც შინაარსობრივი, ასევე სტრუქტურული მხარე მკვეთრად განსხვავდება ქვეყანაში არსებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან, რაც უფრო საინტერესოს ხდის ჩვენთან დასაქმებას. სკოლა აცხადებს ვაკანსიას ცეკვის მასწავლებლის პოზიციაზე. დასახელება: ცეკვის მასწავლებელი მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა გამოქვეყნება: 15 ივლისი - 15 აგვისტო სამუშაო პირობები: ** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (საბურთალო, თოფურიას #2.) ** კვირეული 15 საათი ძირითადი მოვალეობები: ** საგაკვეთილო პროგრამის შემუშავება და წარმართვა სკოლის მეთოდოლოგიისა და მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით; ** სასკოლო ღონისძიებებისთვის საცეკვაო ნომრების დადგმა; ** ბავშვებში რიტმის გრძნობის, კოორდინაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება; ** მოსწავლეების უსაფრთხოებასა და მოტივაციაზე ზრუნვა საგაკვეთილო პროცესში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესაბამისი პროფესიული განათლება; ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია სასკოლო წრეში); ** პედაგოგიური ეთიკის პრინციპების ცოდნა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა; ** გუნდური მუშაობისა და ორგანიზაციული უნარები. პიროვნული თვისებები: ** ენერგიულობა, კრეატიულობა და პოზიტიური განწყობა; ** ბავშვებისადმი მზრუნველი და ინდივიდუალური მიდგომა; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** ახალი მეთოდოლოგიის სწრაფი ათვისებისა და პრაქტიკაში დანერგვის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** თბილ და მეგობრულ გარემოს, თანადგომას სამუშაო პროცესის გამართულად და ** ეფექტურად განსახორციელებლად. ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პაკეტს შერჩევის მეთოდი: შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს (აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!