TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ციფრული მარკეტერი

ციფრული მარკეტერი

Bank of Georgia Tbilisi, Georgia
Posted Jul 15, 2026 23h ago

Job description

საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე. საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში. მარკეტინგი ზრუნავს, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პროდუქტები და სერვისები მიაწოდოს ყველგან, სადაც შეიძლება ის დაჭირდეთ. ციფრული მარკეტერი არის ადამიანი, რომელიც ციფრული არხების საშუალებით მუდმივად ცდილობს რელევანტური პროდუქტებისა და სერვისების კლიენტებთან კომუნიკაციას, ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე და მათი საჭიროების შესაბამისად ავითარებს პროდუქტს საქართველოს ბანკის დიდ გუნდთან ერთად, ქმნის და აუმჯობესებს რელევანტურ შეხების წერტილებს და ახორციელებს ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს. ციფრულ მარკეტერს ბევრი საინტერესო საქმე აქვს: ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიების ციფრული კომუნიკაციის დაგეგმვა, აღსრულება და შედეგების მონიტორინგი შედეგების გასაზომად საჭირო tracking სისტემების შემუშავება, შესაბამის გუნდებთან მუშაობით შედეგების მუდმივი რეპორტინგი კოლაბორაცია სხვადასხვა გუნდებთან, დაგეგმილი KPI-ების ანალიზი. მიზნობრივი და მონაცემებზე ორიენტირეული კამპანიების წარმოება. ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება: მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში, სასურველია გამოცდილება სწრაფად-ზრდად კომპანიაში, ციფრული არხების მარკეტინგის განვითარების კუთხით. ჩვენი აზრით, ციფრული მარკეტერისთვის მნიშვნელოვანია: Google-ის და Facebook-ის ციფრული პროგრამების კარგად ცოდნა (და არა მხოლოდ მათი სარეკლამო პროგრამების) შედეგზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და შედეგების გაუმჯობესება დიდი ზომის კამპანიების მართვის გამოცდილება კარგი ანალიტიკური უნარები შესაძლებლობა, გვერდიდან შეხედო ყველაფერს, რასაც ერთად ვაკეთებთ შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი მუდმივი შექმნის და მოქმედების სურვილი ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის გამოცდილება ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 ივლისი, 2026.