TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ციფრული სერვისების განვითარების სპეციალისტი

ციფრული სერვისების განვითარების სპეციალისტი

Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Jul 20, 2026

Job description

"საქართველოს უნივერსიტეტი " გთავაზობთ გახდეთ ციფრული სერვისების განვითარების სპეციალისტი UG-ში. ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; ** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; ** უსაფრთხო სამუშაო გარემოს; ** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს. თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება: ** უნივერსიტეტის ციფრული სერვისების განვითარებაში მონაწილეობა; ** არსებული პროგრამული სისტემებისა და შიდა ციფრული ინსტრუმენტების გაუმჯობესების წინადადების შემუშავება; ** ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ გადაწყვეტებად გარდაქმნა; ** მცირე და საშუალო მასშტაბის ციფრული გადაწყვეტების შექმნა/დანერგვა; ** პროცესების ავტომატიზაციის მხარდაჭერა; ** სტუდენტური, ადმინისტრაციული და შიდა სერვისების გამარტივებაზე მუშაობა; ** IT სამსახურთან კოორდინაცია ტექნიკური გადაწყვეტების დაგეგმვისა და დანერგვის პროცესში; ** სისტემური ხარვეზების, მომხმარებლისთვის მოუხერხებელი ფუნქციებისა და გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირება; ** ციფრული სერვისების ტესტირებაში, დანერგვასა და მომხმარებლების მხარდაჭერაში მონაწილეობა. კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ: ** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების, პროგრამირების, საინფორმაციო სისტემების ან სხვა რელევანტური მიმართულებით; ** სასურველია 2 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში, ვებ/შიდა სისტემების მხარდაჭერაში, ციფრული პროდუქტების განვითარებაში ან ავტომატიზაციის პროექტებში. ** ინგლისური ენა. სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ: ** პროგრამული განვითარების საბაზისო/პრაქტიკული ცოდნა; ** ვებტექნოლოგიების ან შიდა სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** ტექნიკური ამოცანების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი; ** ბიზნეს მოთხოვნების გააზრებისა და ტექნიკურ ენაზე გადატანის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** IT გუნდთან და არატექნიკურ თანამშრომლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 20 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: ციფრული სერვისების განვითარების სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/ საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. გისურვებთ წარმატებას!