ტუტორი
Job description
" მწვანე სკოლა-დიღომი " აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე. ტუტორი "მწვანე სკოლაში" უზრუნველყოფს მოსწავლის ჰოლისტურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს: ** ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას: მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ემოციური საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრატეგიების დაგეგმვა. ** გარემოსთან ადაპტაცია: მოსწავლის დახმარება სკოლის კულტურაში ინტეგრირებაში, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. ** მშობლებთან და მასწავლებლებთან კომუნიკაცია: რეგულარული უკუკავშირი მოსწავლის პროგრესზე, ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სასწავლო პროცესის კოორდინირება. ** ემოციური მხარდაჭერა: უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე შეძლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას. კონკურსის ეტაპები: ** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ** გასაუბრება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** გამართული ვერბალური და წერითი უნარები. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელფოსტაზე: [email protected]