უძრავი ქონების აგენტი
Job description
უძრავი ქონების აგენტი (Real Estate Agent) ინგლისური ან გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნით " Georgian Tax Partners " LLC არის კომპანია, რომელიც გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ კლიენტებს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებში კონსულტაციასა და მხარდაჭერას უწევს. კომპანიის განვითარების ფარგლებში გვინდა, საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებაც უფრო აქტიურად განვავითაროთ. ამ მიზნით ვეძებთ უძრავი ქონების აგენტს, რომელიც ჩვენს კლიენტებს დაეხმარება უძრავი ქონების მოძიებასა და შეძენის პროცესში. ამ ეტაპზე მოთხოვნები პერიოდულია (მაგალითად, ამჟამად გვყავს კლიენტი, რომელიც 200, 000 აშშ დოლარის ინვესტიციას გეგმავს), თუმცა კომპანია სწრაფად იზრდება და, შესაბამისად, მომავალში მსგავსი პროექტების რაოდენობაც გაიზრდება. ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს ამ სფეროს მიმართ ინტერესი და სურს ჩვენთან ერთად განვითარება. პოზიციის აღწერა: ** კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად უძრავი ქონების მოძიება; ** უძრავი ქონების ობიექტების წარდგენა და დათვალიერების ორგანიზება; ** კლიენტის მხარდაჭერა უძრავი ქონების შეძენის პროცესის ყველა ეტაპზე; ** ეფექტური კომუნიკაცია კლიენტებთან და პარტნიორებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მეგობრული, კომუნიკაბელური და პროფესიონალური დამოკიდებულება; ** გაყიდვების უნარები და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა; ** უძრავი ქონების სფეროში მუშაობის საწყისი გამოცდილება; ** ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა; ** გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიული კომუნიკაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** ახალგაზრდა და მოტივირებული გუნდის მხარდაჭერას; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (კლიენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე); ** თანამედროვე ოფისს თბილისში, მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე (კლიენტებთან შეხვედრებისთვის); ** შედეგზე ორიენტირებულ ანაზღაურებას — გაყიდვის საკომისიოს 30%. დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნული პოზიცია წარმოადგენს ნახევარ განაკვეთზე/პერიოდულ თანამშრომლობას. სამუშაო სრულდება მხოლოდ კლიენტის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ამიტომ ფიქსირებული ხელფასი არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება ხდება გაყიდვის საკომისიოს 30%-ის სახით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: [email protected] .