უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
Job description
REA Investment არის უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული კომპანია, რომელიც უკვე 8 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. ვთანამშრომლობთ წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან და ვახორციელებთ უძრავი ქონების გაყიდვებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას გაყიდვების პროცესზე - დაწყებული მოლაპარაკებებიდან, დასრულებული გარიგების გაფორმებით. REA Investment აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში . ძირითადი მოვალეობები: ** უძრავი ქონების შეთავაზება და პრეზენტაცია ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებზე ** მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ** ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის განხორციელება ** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა ** CRM სისტემაში ინფორმაციის რეგისტრაცია და განახლება ** ჩვენ მიერ მოწოდებული ლიდებთან მუშაობა და მათზე აქტიური კომუნიკაცია ** დამატებით - კლიენტების მოძიება სხვადასხვა უძრავი ქონების პლატფორმებსა და ონლაინ არხებში საჭირო უნარები და მოთხოვნები: ** გაყიდვებში გამოცდილება (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად) ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები ** ქართულ ან რუსულ ენებზე თავისუფლად საუბარი ** შედეგზე ორიენტირებულობა და თვითმოტივაცია ** გუნდში მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** მაღალ ბონუსებს შესრულებული გაყიდვებიდან ** ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას ** მეგობრულ და მოტივირებულ გუნდს ** სამუშაო გრაფიკი: 5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში (10:00-18:00); გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი". გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი მონაცემების გაგზავნით, ადასტურებთ თანხმობას "პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ"კანონმდებლობის შესაბამისად. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არაუმეტეს 6 თვისა. კანდიდატურა შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.