TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უძრავი ქონების კონსულტანტი

უძრავი ქონების კონსულტანტი

Estatehub.ge Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

" ESTATEHUB.GE " აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების კონსულტანტის პოზიციაზე. "Estatehub.ge" უძრავი ქონების მიმართულებით შექმნილი ახალი სტარტაპია, რომელიც გუნდში ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ უძრავი ქონების მრჩეველს. ძირითადი მოვალეობები: ** პლატფორმაზე შემოსული მომხმარებელთა მოთხოვნების ოპერატიული დამუშავება, განაწილება და კონტროლი. ** მომხმარებლისთვის სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ** მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის სასურველი უძრავი ქონების შეთავაზება. ** გარიგების პროცესის მართვა და მონაცემების CRM სისტემაში ასახვა. მოთხოვნები: ** სავალდებულოა გამოცდილება გაყიდვებსა და უძრავი ქონების სფეროში. ** CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ** დისტანციურ ფორმატში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა. პირობები: ** სამუშაო ფორმატი: 11:00-19:00, ძირითადად დისტანციური (ორშაბათი-პარასკევი) - პერიოდული შეხვედრების გამოკლებით. ** გამოსაცდელი პერიოდი: განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად. ** ანაზღაურება: 800₾ (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ) + გამომუშავებით (% დახურული გარიგებებიდან), რაც გაძლევთ ულიმიტო შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უძრავი ქონების კონსულტანტი".