ულტასონოგრაფიის კაბინეტის ასისტენტი
Job description
სს " კურაციო " აცხადებს ვაკანსიას ულტრასონოგრაფიის კაბინეტის ასისტენტის პოზიციაზე. მოვალეობები: ** კვლევის პროცესში ექიმის ასისტირება; ** პაციენტის ჩანაწერის წარმოება კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში არსებული სპეციალური ფორმის მეშვეობით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი ან რეზიდენტი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის №31 ** კვირაში 17 სამუშაო საათი. სამუშაო დღეები და საათები: ** სამშაბათი - 09:10 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენებით); ** ოთხშაბათი - 15:00 საათიდან 20:00 საათამდე; ** ხუთშაბათი და პარასკევი - 16:00 საათიდან 18:00 საათამდე. ხელფასი: 400 ლარი დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე (CV) გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ულტრასონოგრაფიის კაბინეტის ასისტენტი". გაცნობებთ, რომ სს "კურაციო" ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს "კურაციოს", და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება. აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს "კურაციოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს "კურაციოს" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე.