TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი ანალიტიკოსი

უმცროსი ანალიტიკოსი

ლიბერთი ბანკი თბილისი ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე; ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, MSME რეპორტინგის და მოტივაციის განყოფილება; ძირითადი მოვალეობები: MSME მიმართულების საბონუსე სისტემის მონიტორინგი, ანალიზი და ცვლილებების ინიცირება; საბონუსე სისტემებისთვის საჭირო მონაცემების ბაზებიდან ამოღება და დამუშავება; მონაცემთა ანალიზი, პრობლემების იდენტიფიკაცია და ცვლილების ინიცირება; კალკულაციის მოდელების მუდმივი გაუმჯობესება; IT რეპორტინგის განყოფილებასთან თანამშრომლობა, დავალებების სწორად ფორმულირება (საჭიროების შემთხვევაში, რეპორტებისა და მონაცემთა ბაზების სრულყოფისა და Performance-ის გაუმჯობესების მიზნით) და შედეგების ტესტირება; მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა და შედეგების ანალიზი; MSME მიმართულების ბონუსების კალკულაცია და ჩარიცხვის პროცესის უზრუნველყოფა; საბონუსე კალკულაციებისა და საჭირო რეპორტების ავტომატიზაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ფინანსების, კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმატიკის, მათემატიკის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით); სასურველია ანალიტიკის/რეპორტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა; უპირატესობად ჩაითვლება VBA მაკროსებთან მუშაობის გამოცდილება და PL/SQL/SQL-ის საბაზისო ცოდნა. პიროვნული უნარები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; პროაქტიულობა. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2026 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.