უმცროსი ბუღალტერი
Job description
"Otium Development" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე. ჩვენ ვაერთიანებთ რამდენიმე ბიზნეს მიმართულებას, მათ შორის: ** დეველოპერულ საქმიანობას; ** სამშენებლო მომსახურებას; ** სამშენებლო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას. აღნიშნული პოზიცია გულისხმობს კომპანიის სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების ბუღალტრულ პროცესებში ჩართულობას, ამიტომ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც სურს მრავალფეროვან საქმიანობაში პროფესიული განვითარება. ძირითადი მოვალეობები: ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია; ** ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტების აღრიცხვაში მონაწილეობა; ** სხვადასხვა მიმართულების კომპანიების საბუღალტრო ოპერაციების მხარდაჭერა; ** ბუღალტერთან თანამშრომლობა ყოველდღიური ფინანსური პროცესების მართვაში; ** საჭირო ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ** სხვა მიმდინარე საბუღალტრო დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სწავლა ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა; (აუცილებელი) ** ORIS 5- ში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი) ** Balance-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** CRM - ში, Bitrix-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება; ** გუნდური მუშაობისა და მრავალამოცანიან გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თინა იოსებიძის ქ. №73 ** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (ხელზე ასაღები) დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] . ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: უმცროსი ბუღალტერი.