TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი ბუღალტერი

უმცროსი ბუღალტერი

kontakt-home Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

" Kontakt "-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. უმცროსი ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება: ** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება; ** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი; ** საბანკო გადარიცხვების შესრულება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება და რეპორტინგი; ჩვენს გუნდში ვეძებთ უმცროს ბუღალტერს, რომელსაც აქვს: ** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება ფინანსების კუთხით; ** სასურველია ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა; რატომ უნდა შემოგვიერთდე? ** სამუშაო ადგილი: საბურთალო, ჟ. შარტავას #33 ** გრაფიკი: 09:00-18:00, შაბათი და კვირა დასვენება; ** ანაზღაურება: 1300 ლარი ; ** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო); ** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off; ** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა. მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "უმცროსი ბუღალტერი". განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28.08.2026 გისურვებთ წარმატებას! ** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.