TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი იურისტი

უმცროსი იურისტი

Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

იურიდიული კომპანია ეძებს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ უმცროს იურისტს ჩვენი პარტნიორი კომპანიის ოფისში სამუშაოდ. რას გთავაზობთ? ** ანაზღაურება: 800-1000 ლარი (Net - ხელზე ასაღები); ** რეალურ ბიზნეს-გარემოში მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო პარტნიორი კომპანიის ოფისში. ძირითადი მოვალეობები: ** სამართლებრივი დოკუმენტების და ხელშეკრულებების მომზადება; ** კომპანიის მიმდინარე იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება; ** კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან (საჯარო რეესტრი, ნოტარიუსი); ** იურიდიული კონსულტაციების პროცესში მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** სამოქალაქო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე) სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; ** ლოკაცია: თბილისი, რუსთაველის ქუჩა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected] თქვენი რეზიუმე განიხილება მისი მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამასთან, კომპანია იტოვებს უფლებას შეინახოს და დამატებით განიხილოს თქვენი კანდიდატურა იმავე ან მსგავს პოზიციაზე რეზიუმეს მიღებიდან მომდევნო 8 (რვა) თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების აღნიშნული ვადით შენახვა და კანდიდატურის შემდგომი განხილვა, გთხოვთ, ამის შესახებ მიუთითოთ გამოგზავნილ შეტყობინებაში.