TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი იურისტი

უმცროსი იურისტი

Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 14, 2026

Job description

შპს " მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი " აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე. შპს "ცენტრალური მიკროსაფინანსო ორგანიზაცია" დააფუძნა პროფესიონალთა გუნდმა, რომელსაც საფინანსო სექტორში 35 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. "ცენტრალი" არის ლიცენზირებული და რეგისტრირებული საფინანსო ინსტიტუტი, რომლის რეგულირებასაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ საიმედო ფინანსურ პროდუქტებსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას, და ორიენტირებულნი ვართ მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. ჩვენი მისიაა, ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი გავხადოთ მეწარმეებისთვის, ხელი შევუწყოთ სამუშაო ადგილების შექმნას და გავაუმჯობესოთ ცხოვრების სტანდარტი. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე, შაბათი - მოკლე დღე. გთავაზობთ: ** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას ** მენტორობას, მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს ** კარგ სამუშაო პირობებს ძირითადი სამუშაო აღწერილობა: ** ორგანიზაციის ინტერესების დაცვა და უშუალო წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვადასხვა ორგანოებთან; ** სასამართლო აპარატთან მუდმივი კომუნიკაცია, საქმეების განხილვის ვადების კონტროლი; ** უშუალო ვიზიტები პოლიციის სამმართველოებში, საგამოძიებო ორგანოებსა და პროკურატურაში. ** ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში და სხვა სახელმწიფო უწყებებისათვის. ** სისხლის სამართლის საქმეებზე (მათ შორის თაღლითობის, დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზე) განცხადებების მომზადება და წარდგენა. ** ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების შესაბამისობა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ** მომხმარებლებთან დასადები ხელშეკრულებებისა და თანხმობის ფორმების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით შემოწმება და დახვეწაში მონაწილეობის მიღება. ** მონაცემთა სუბიექტების განცხადებებზე რეაგირება და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება. ** საკრედიტო, სალიზინგო, იპოთეკის, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა. ** აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან (ან კერძო აღმასრულებლებთან) აქტიური თანამშრომლობა. ** ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების მუდმივ განახლებაში დახმარება მარეგულირებლის მოთხოვნებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით. ** ყველა სახის სამართლებრივი საბუთის მომზადება: მათ შორის მინდობილობები, ბრძანებები, ოფიციალური შეტყობინებები და განცხადებები. ** ორგანიზაციის სერვისცენტრებისათვის ოპერატიული სამართლებრივი მხარდაჭერის გაწევა ყოველდღიურ საქმიანობაში წამოჭრილ საკითხებზე. ** ხელმძღვანელის მიერ მითითებული შესაბამისი სხვა დავალებების დროული შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წევრობა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook); ** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია; ** ანალოგიურ პოზიციაზე 1 წელი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შესაბამისი გამოცდილება. კომპეტენციები და უნარები: ** კომუნიკაბელურობა, კოლეგიალობა; ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი (გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი); ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 14/08/2026 . წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. გისურვებთ წარმატებებს!