TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი იურისტი

უმცროსი იურისტი

Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია დინამიკურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს და კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს. შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე. ** ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა: ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა; ** იურიდიული დასკვნებისა და წერილების მომზადება; ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი კვლევების ჩატარება; ** სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან სამართლებრივი კომუნიკაციის მხარდაჭერა; ** სასამართლო და ადმინისტრაციული დავების წარმოებაში მონაწილეობა; ** კომპანიის შიდა დოკუმენტაციის სამართლებრივი მხარდაჭერა; ** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამართლებრივი დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი); ** საქართველოს კანონმდებლობის საფუძვლების კარგი ცოდნა; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. ** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში დასაქმებას. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, ახ.მელაშვილის ქ N2 (სათავო ოფისი) ანაზღაურება: შეთანხმებით თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] .