TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი სოციალური მედიის მენეჯერი

უმცროსი სოციალური მედიის მენეჯერი

clipart Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 12h ago apply by Aug 28, 2026

Job description

" კლიპარტი " მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ქართულ ბაზარზე 11 წელია ოპერირებს და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის ძირითადი სერვისებია: მედიადაგეგმარება და მედიამარკეტინგი, ციფრული რეკლამირება, სოციალური მედია მენეჯმენტი, კონტენტ მარკეტინგი, საძიებო სისტემების (SEO) ოპტიმიზაცია და პროექტების/კამპანიების მართვა. მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპარტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის N6 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-19:00 ანაზღაურება: 1000 ლარი (NET) ფუნქცია-მოვალეობები: ** დამკვეთის მიზნებიდან გამომდინარე სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი კონტენტ კალენდრის შექმნა/მონიტორინგი; ** კონტენტის (ქოფირაითერი, დიზაინერი) და ედვერთაიზინგის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ** Meta Ads-ის კამპანიების დაგეგმვა-მართვაში ჩართულობა; ** გავრცელებული კონტენტის ეფექტიანობის შეფასება და მართვა; ** მიღებული შედეგების ანალიზი და რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სარეკლამო ძრავების პრინციპების და ტექნიკების ცოდნა; ** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა პროფესიული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** კრეატიული და ანალიტიკური უნარები; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი სოციალური მედიის მენეჯერი" აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.