უნივერალური მოლარე-შემფასაბელი / სტაჟირება
Job description
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-შემფასებლის სტაჟირების პროგრამაზე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით) ქ. თბილისში; სტაჟირების ფარგლებში კანდიდატი დაეუფლება ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას და შეისწავლის: ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასებას; ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების გაფორმებას; ფულის ნიშნებსა და ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოებას; ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოებას; საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაციას; სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას; სალაროს ფულადი სახსრების მართვასა და კონტროლს; ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურებს; მომხმარებლის ხარისხიან, სწრაფი და კვალიფიციურ მომსახურებას; საკვალიფიკაციო მოთხოვნები : საოფისე პროგრამების ცოდნა; სალაროში მუშაობის გამოცდილება (ბანკი, მაღაზია) ჩაითვლება უპირატესობად; სხვა მოთხოვნები : დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობა; პუნქტუალურობა; სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; სტაჟირების ვადა: - 1 თვე; ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში 250 ლარი, შემდეგ საშუალოდ 1000+1300 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://scapp.selfrecruit.ge/s/FU4kb