TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უნივერსალური ბანკირი

უნივერსალური ბანკირი

ბაზისბანკი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 03, 2026

Job description

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია? "ბაზისბანკის " გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით! თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად! ამჟამად ჩვენ უნივერსალურ ბანკირს ვეძებთ თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ** ფილიალის/სერვისცენტრის თანამშრომლებისთვის დადგენილი ინდივიდუალური გეგმების შესრულება; ** კლიენტის მომსახურების ფარგლებში ანგარიშების გახსნა/დახურვა, ანგარიშებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ოპერაციის განხორციელება; ** კლიენტების კრედიტუნარიანობის შესახებ მონაცემების შეგროვება, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა; ** ბანკის არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საბანკო სფეროში კლიენტების მომსახურების მიმართულებით (საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით) მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; ** აუცილებელია საკრედიტო პროდუქტების გაყიდვის მიმართულებით გამოცდილება; ** უპირატესობა მიენიჭება საბანკო პროგრამების ცოდნას; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი. თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: [email protected] , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე [email protected] სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.