უნივერსალური მოლარე-შემფასებელი
Job description
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-შემფასებლის პოზიციაზე ქ. თბილისში; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება; ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება; საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაცია; სასესხო ხელშეკრულების გაფორმება; ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში; ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება; ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა; კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); პროფესიული განათლება ან/და უმაღლესი განათლება; საოფისე პროგრამების ცოდნა; სხვა მოთხოვნები: დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობა; პუნქტუალურობა; სამუშაო პირობები: მცოცავი გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-16:00სთ-მდე, ან 16:00 - 22:00სთ-მდე, ან, 12:00-19:00სთ-მდე, და შაბათს ან კვირას 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე. გამოსაცდელი ვადა - 6 თვე; ანაზღაურება - ხელფასი 1100 + ბონუსი 300 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა; ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს; სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. ვაკანსიის სრული ტექსტის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://scapp.selfrecruit.ge/s/FU938 Scapp მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებას გისურვებთ!