TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უფროსი აუდიტორი

უფროსი აუდიტორი

algi-audit Georgia ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

" ალგი აუდიტი " წლებია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმართვა ჰქვია. სამუშაო პირობები: პოზიცია: უფროსი აუდიტორი მდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, კომპანიის ოფისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით ძირითადი მოვალეობები: ** აუდიტის დავალების დაგეგმვა, ზედამხედველობა და ანგარიშის წარდგენა აუდიტის მენეჯერისთვის; ** ამოცანების განაწილება აუდიტის გუნდში და დაქვემდებარებული რგოლის მიერ შესრულებული და დოკუმენტირებული სამუშაოს მიმოხილვა; ** აუდიტორის დასკვნებისა და სხვა შედეგობრივი დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობა; ** ტრანსფორმაციის უწყისის მომზადებაზე პასუხისმგებლობის აღება; ** ფინანსური ანგარიშგების მომზადება IFRS ან/და IFRS for SMEs სტანდარტების შესაბამისად (MS Word-ში); ** აუდიტორის მოსაზრების (არამოდიფიცირებული, მოდიფიცირებული და ა.შ.) წარდგენა აუდიტის მენეჯერთან სათანადო დასაბუთებით; ** გუნდის მხარდაჭერა წევრთა კომპეტენციის ამაღლების მიზნით. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში; ** მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში; ** ACCA-ის II დონის სერტიფიკატის ფლობა; ** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა; ** ბუღალტრული და MS Office პროგრამების ცოდნა; ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. როგორ დაგვიკავშირდეთ დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "უფროსი აუდიტორი". წარმატებებს გისურვებთ!