TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უფროსი ბუღალტერი

უფროსი ბუღალტერი

tnet Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

შემოუერთდი " TNET "-ის გუნდს უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე! https://www.tnet.ge/ სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა სამუშაო გრაფიკი: ორშ. - პარ, 10:00-19:00 შენი როლი თინეთში: ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნის გამოყენება და კომპანიის საქმიანობის საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** საბუღალტრო გუნდის საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი, რათა ყველა ფინანსური ოპერაცია განხორციელდეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად; ** კომპანიის ხელშეკრულებების საგადასახადო რისკების შეფასება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ანალიზი, პარტნიორებთან შედარების აქტების პერიოდული წარმოება; ** საბანკო გადარიცხვების წარმოება ** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში; ** ხელფასების დარიცხვა ** ბუღალტრების მიერ შესრულებული ბუღალტრული გატარებების აღრიცხვის სისწორის კონტროლი ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების, ასევე სტატისტიკური ანგარიშგებების მომზადება და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა; ** ფინანსური და საგადასახადო პროცესების გაუმჯობესების ინიციატივებში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; *გარე და შიდა აუდიტორულ შემოწმებებში მონაწილეობა, საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დროული მომზადება; ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ გაქვს: ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მინიმუმ 4-5 წლის სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში (სასურველია უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე); ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ** Excel-ის, კარგი ცოდნა თინეთში დაგხვდება: ** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის; თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ: გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პერსონალური მონაცემების დაცვა: შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: ** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ. ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: [email protected] რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა. შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.