უფროსი დემი შეფი
Job description
სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი დემი შეფის პოზიციაზე. პოზიციის მიმოხილვა: ვეძებთ გამოცდილ უფროს დემი შეფს, რომელიც მხარს დაუჭერს სამზარეულოს ხელმძღვანელ გუნდს, უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს და ეფექტურად მართავს მის დაქვემდებარებაში არსებულ სექციას. ძირითადი მოვალეობები: ** კერძების მომზადება რეცეპტურებისა და სტანდარტების შესაბამისად; ** სამზარეულოს სექციის ყოველდღიური ოპერაციების მართვა; ** უმცროსი თანამშრომლების ხელმძღვანელობა და გადამზადება; ** ხარისხისა და პრეზენტაციის კონტროლი; ** HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; ** მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; ** შეფ-მზარეულის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე; ** პროფესიული კულინარიული ცოდნა; ** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა; ** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის გამოცდილება. რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]