უფროსი გრაფიკული დიზაინერი
Job description
Social Pulse Agency აცხადებს ვაკანსიას უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. სამუშაო ფორმატი: Remote ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბრენდების სრული ვიზუალური კომუნიკაციის შექმნა და განვითარება; ** სოციალური მედიისთვის, ციფრული პლატფორმებისა და სარეკლამო კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების მომზადება; ** პოლიგრაფიული მასალების დიზაინი და საბეჭდად გამზადება; ** სამშენებლო პროექტების მარკეტინგული და საპრეზენტაციო მასალების დიზაინი; ** ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის შექმნა; ** მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიებისთვის კრეატიული კონცეფციების შემუშავება; ** დიზაინის ხარისხის კონტროლი და გუნდის მხარდაჭერა ვიზუალური სტანდარტების დაცვაში. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Adobe InDesign-ის სრულყოფილი ცოდნა; ** Figma-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ვიდეომონტაჟის საბაზისო ცოდნა (Premiere Pro / After Effects) ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კრეატიული აზროვნება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: [email protected]