TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უფროსი იურისტი

უფროსი იურისტი

Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 31, 2026

Job description

" საქართველოს სამართლის ექსპერტები " აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი). სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (დისტანციურად ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება) შრომის ანაზღაურება: 2500 (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო. გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად). გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ანაზღაურება 3000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა. ** წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში. ** სხვადასხვა სახის კორესპონდენციების წარმოება. ** სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შუამდგომლობა და ა.შ) ** კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში ** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება ** კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება. ** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (ჩაითვლება უპირატესობად) ** სასამართლო დავების კუთხით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სასურველია). ** ინგლისური ენის ცოდნა არ არის სავალდებულო, მაგრამ ჩაითვლება უპირატესობად. ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა) დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.