TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უფროსი/იურისტი

უფროსი/იურისტი

Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 01, 2026

Job description

ვაკანსია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი/იურისტი სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: ოზურგეთი ანაზღაურება: 2 652 ლარი (დარიცხული) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმალური განათლება: უმაღლესი, იურიდიული სამუშაო გამოცდილება: იურისტად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება); დამატებითი მოთხოვნები; საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ადვოკატის სერტიფიკატი (სასურველია საერთო სპეციალიზაციით); სასურველია ბავშვთა უფლებების საკითხებში ან/და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია; საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცოდნა. უნარები: მენეჯერული უნარები; მოლაპარაკების წარმართვის უნარები; დროის ეფექტურად მართვის უნარი; პრობლემების ანალიზის უნარი; კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; კომუნიკაბელურობა; კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა. ფუნქციები: ხელმძღვანელობს კრიზისული ცენტრის გამართულ საქმიანობას, პასუხისმგებელია მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე; კრიზისული ცენტრის მომსახურების ფარგლებში ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა (მათზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) სამართლებრივ მომსახურებასა და წარმომადგენლობას/ადვოკატირებას სასამართლო/სამართალდამცავ ორგანოებში; პასუხისმგებელია ბენეფიციართათვის გაწეული მომსახურების ხარისზე. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე [email protected] თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საკონტაქტო ტელ.ნომერი (+99532) 2 19 22 32;