უფროსი მექანიკური სისტემების ინჟინერ-პროექტანტი
Job description
კომპანია " მეპსტერი " აცხადებს ვაკანსიას უფროსი მექანიკური სისტემების ინჟინერ-პროექტანტის (Senior Mechanical Design Engineer) პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება შესაბამის საინჟინრო მიმართულებით; ** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP/HVAC/Plumbing მიმართულებით; ** AutoCAD-ის, Revit-ისა და სხვა CAD პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა; ** HVAC სისტემების სრული საინჟინრო გათვლების, ანგარიშებისა და პროექტების მომზადების გამოცდილება; ** წყალმომარაგების სისტემების საერთო ხარჯებისა და ჰიდრავლიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება; ** გარე საინჟინრო ქსელების პროექტირების გამოცდილება; ** ხანძარქრობისა და სახანძრო ვენტილაციის სისტემების პროექტირების გამოცდილება; ** სამომხმარებლო და სახანძრო ტუმბოების შერჩევა; ** დამოუკიდებლად ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი; ** ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების კარგი ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: ** MEP საინჟინრო მექანიკური სისტემების პროექტირება და მოდელირება; ** სხვადასხვა საინჟინრო მიმართულებებთან ტექნიკური კოორდინაცია; ** საინჟინრო დიაგრამებისა და ტექნიკური სქემების მომზადება; ** ტექნიკური ანგარიშებისა და სპეციფიკაციების შედგენა; ** პროექტებიდან მასალების ჩამონათვალის (BOQ) მომზადება და დამუშავება; ** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ნორმებთან, სტანდარტებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან. მდებარეობა: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 37/39 ანაზღაურება: კონკურენტული, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ: ** CV (რეზიუმე); ** პორტფოლიო. ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Senior Mechanical Design Engineer