TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უფროსი მოლარე

უფროსი მოლარე

hash-bank Georgia ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

" HashBank " არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ. ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან; ** Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე; ** Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის; ** განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში; ** ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; ** საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება. სამუშაო პირობები: ** პოზიციის დასახელება: უფროსი მოლარე . ** სამუშაო განრიგი: ცვლადი. ** ოფისის მისამართი: ბათუმი , შოთა რუსთაველის გამზირის 25/ლუკა ასათიანის 1. სამუშაო აღწერილობა: ** სალაროს საქმიანობის საერთო ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა ბანკის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ** სალარო ოპერაციების განხორციელებაზე კონტროლი, მათ შორის ნაღდი ფულის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები და ანგარიშებზე თანხების შეტანა/გატანა; ** სალაროში ნაღდი ფულის ნაშთების კონტროლი სამუშაო დღის განმავლობაში და დღის დახურვის პროცესის ორგანიზება; ** სალაროსთვის დადგენილი ლიმიტების დაცვაზე ზედამხედველობა და ლიმიტების გადაჭარბების შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება; ** ნაღდი ფულის და ვალუტის ნამდვილობის შემოწმების პროცესის კონტროლი და შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** სალარო ოპერაციების ზუსტი, სრული და დროული ასახვის უზრუნველყოფა საბანკო სისტემებში და პირველადი დოკუმენტაციის სწორი წარმოების კონტროლი; ** სალაროს უსაფრთხოების წესების, ფიზიკური და ოპერაციული უსაფრთხოების ზომების შესრულებაზე პასუხისმგებლობა; ** ბანკის შიდა რეგულაციებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის კუთხით; ** საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება, შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და გადაცემა კომპეტენტურ ერთეულებთან; ** ნაღდი ფულის ინკასაციის პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** სალაროს ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და შედეგებზე პასუხისმგებლობა; ** შიდა და გარე აუდიტის პროცესებში მონაწილეობა, მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროული მიწოდება; ** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა კონსულტაცია საბანკო პროდუქტებისა და სალარო ოპერაციების საკითხებზე; ** სალაროს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი ზომების ინიცირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით); ** საბანკო სისტემაში სალარო ოპერაციებთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; ** საბანკო პროგრამებთან და სალარო სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** ნაღდი ფულის, ვალუტის და სალარო ოპერაციების მარეგულირებელი სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა; ** სალაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სერტიფიკატები (ყალბი ფულის ამოცნობა, ნაღდ ფულთან მუშაობა, უსაფრთხოების სტანდარტები; ** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო/საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესად. პიროვნული მახასიათებლები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარები. ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: [email protected] . განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 აგვისტო, 2026 . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: უფროსი მოლარე დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.