უფროსკლასელთა კოორდინატორი/ჰაუსმასტერი
Job description
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის უფროსკლასელთა კოორდინატორის (ჰაუსმასტერის) პოზიციაზე წყნეთის კამპუსში. "ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით. "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს "ბაქსვუდის სკოლის" სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. 2023 წლიდან ფუნქციონირებს "ბაქსვუდის სკოლის" ახალი კამპუსი გელოვანზე. პოზიციის აღწერილობა "ბაქსვუდის სკოლაში" ჰაუსმასტერი წარმოადგენს უფროსი საფეხურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის/ჰაუსის მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებას და მის წევრ მოსწავლეთა სააღმზრდელო პროცესებს. ჰაუსმასტერის უმთავრესი მისიაა სკოლის სივრცეში საკუთარი ჰაუსის მოსწავლეთა კეთილდღეობაზე, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებაზე და ჯანსაღ და მეგობრულ ურთიერთობებზე ზრუნვა. ჰაუსმასტერის ძირითადი ფუნქციები მოიცავს: ** ეროვნული სასწავლო გეგმისა და ბაქსვუდის სასკოლო სასწავლო გეგმის საფუძველზე შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასალების შემუშავება-განხორციელებას (სადამრიგებლო, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ა.შ.); ** სადილის, შესვენებებისა და გაკვეთილების მომზადების პერიოდში კლასზე/ჰაუსზე მეთვალყურეობასა და შესაბამის მხარდაჭერას; ** საკლასო და კლასის გარე აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას (ექსკურსია, ლაშქრობა, შემეცნებითი თუ სპორტული ღონისძიებები და ა.შ.) ** მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის განხორციელებას, მათ შორის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა/კოორდინაციას (ასეთი საჭიროების შემთხვევაში); ** მშობელთან ინტენსიურ და ოპერატიულ კომუნიკაციას (ელ.დღიური, სოციალური ქსელი, სატელეფონო კავშირი, ღია კარის დღე, ინდივიდუალური შეხვედრა, საჭიროების შემთხევაში, მშობლის ვიზიტის დაგეგმვა); ** საგნის პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაციას, მოსწავლეების აკადემიური და პიროვნული განვითარებისა თუ ქცევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. კონკურსის წესები და ეტაპები: ** პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას; ** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან; ** მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და პერსონალის მართვის და განვითარების მენეჯერთან *კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლა პროაქტიულად დაუკავშირდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატს. კონკურსის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ აპლიკანტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი განათლება განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის (ბავშვის/მოზარდის), სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. ** სამუშაო გამოცდილება: - საგანმანათლებლო სფეროში, აღმზრდელობით გარემოში ან არაფორმალური განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; - მოზარდებთან (საშუალო/უფროსი კლასების მოსწავლეებთან) კლასის ხელმძღვანელად, მენტორად ან ბანაკის ლიდერად მუშაობის გამოცდილება; - საერთაშორისო სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. საჭირო კომპეტენციები: ** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა; ** მოზარდთა ასაკობრივი ფსიქოლოგიის, სოციალურ-ემოციური განვითარების ეტაპებისა და ქცევითი თავისებურებების ცოდნა; ** "ჰაუსის" (მოსწავლეთა ჯგუფის) ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების, დისციპლინის, დასწრებისა და აკადემიური პროგრესის მონიტორინგის უნარი; ** მოსწავლეებში გუნდური სულისკვეთების, სასკოლო იდენტობის, ჯანსაღი კონკურენციისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა (შიდასასკოლო შეჯიბრებების, "ჰაუსების" აქტივობების ორგანიზება); ** მოსწავლეებთან ინდივიდუალური მენტორინგისა და აკადემიური/პიროვნული მხარდაჭერის გეგმების შემუშავება; ** მშობლებთან მუდმივი, პროაქტიული და სტრუქტურირებული კომუნიკაცია, მათი ინფორმირება მოსწავლის ყოველდღიური მიღწევებისა თუ გამოწვევების შესახებ. პიროვნული თვისებები და უნარები: ** ემპათია, სამართლიანობა და თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური, არადისკრიმინაციული მიდგომის უნარი; ** მოზარდებთან ავტორიტეტის, ნდობისა და მეგობრული, თუმცა დისტანცირებული ურთიერთობის (პროფესიული საზღვრების) ბალანსის დაცვის უნარი; ** შესაბამისი ჰაუსის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების, მოსწავლეთა დასწრების, დისციპლინისა და სასკოლო გარემოში ადაპტაციის მონიტორინგის უნარი; ** კონფლიქტების მართვის, მედიაციისა და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უნარი; ** მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დიდი ჯგუფების ეფექტიანად მართვისა და ლიდერობის უნარ-ჩვევები; ** ემოციური მდგრადობა, სტრესულ გარემოში მუშაობისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნების უნარი; ** მჭიდრო გუნდური თანამშრომლობა საგნის მასწავლებლებთან და სასკოლო ცხოვრების ხელმძღვანელთან. სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი) ჩვენ გთავაზობთ: ** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კვებას; ** ტრანსპორტირებას. ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 7 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ჰაუსმასტერი (წყნეთი). "ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.