უსაფრთხოების მენეჯერი
Job description
" კურორტი საირმე " ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება. რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა. ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით. თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა. საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში. ვაკანსიის დასახელება: უსაფრთხოების მენეჯერი ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა. ** სტუმრების, თანამშრომლების, კონტრაქტორებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ** სასტუმროს შენობების, ტერიტორიისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის კონტროლი. ** უსაფრთხოების რისკების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ** CCTV სისტემების, დაშვების კონტროლის სისტემებისა და სხვა უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების ეფექტიანი გამოყენების ზედამხედველობა. ** სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება, დანერგვა და პერიოდული განახლება. ** ინციდენტების, უბედური შემთხვევებისა და უსაფრთხოების დარღვევების გამოძიება, ანგარიშების მომზადება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა. ** უსაფრთხოების თანამშრომლების შერჩევაში, სწავლებასა და შეფასებაში მონაწილეობა. ** უსაფრთხოების განრიგების (Duty Roster) შედგენა და თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი. ** თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების, სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ტრენინგების ორგანიზება. ** სახელმწიფო უწყებებთან (პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, შრომის ინსპექცია და სხვა) ეფექტური თანამშრომლობა. ** სტუმრების VIP ვიზიტების, ღონისძიებებისა და მაღალი რისკის აქტივობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ** უსაფრთხოების აღჭურვილობისა და ინვენტარის გამართულობის კონტროლი. ** დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და ხარჯების ეფექტიანი მართვა. ** კომპანიის შიდა პოლიტიკის, უსაფრთხოების პროცედურებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, უსაფრთხოების, კრიმინოლოგიის ან დაკავშირებული მიმართულებით). ** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე. ** სასტუმროს, ტურიზმის ან მომსახურების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** საქართველოს უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა. ** რისკების მართვისა და კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება. ** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** კონკურენტულ ანაზღაურებას კომპანიის ბენეფიტი: ** ტრანსპორტირება ** დაზღვევა ** უფასო კვება "გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, უფლებამოსილებას გვანიჭებთ, ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ჰოლდინგის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს 3 წლის ვადით." დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: უსაფრთხოების მენეჯერი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/g7JY8sTc